მამა დავითი (ისაკაძე)-ქრისტიანულ ოჯახს კიდევ ერთი საფრთხე დაემუქრა!

-“ქრისტიანულ, ტრადიციულ  ოჯახს კიდევ ერთი საფრთხე დაემუქრა-ეს არის ოჯახებიდან ბავშვების გატაცება-წათმევა, რაც იწვევს იუვენალური იუსტიცია. შემოდის ახალი ინსტიტუტი, რომელსაც სოციალური მუშაკის ინსტიტუტი ჰქვია. სოც. მუშაკს ენიჭება უფლება, მხოლოდ საკუთარი შეხედულებით, სასამართლოს გვედრის ავლით, ყოველგვარი გამოძიების გარეშე ერთპიროვნულად მიიღოს გადაწყვეტილება ოჯახიდან ბავშვის გაყვანაზე და ეს გადაწყვეტილება უნდა არასრულოს პოლიციამ. ეს დაუშვებელია, ამით იქმნება ოჯახებზე ზემოქმედების მეტად მძლავრი იარაღი, რაც გარკვეულ სამსახურებს და ხელისუფლებას შეუქმნის საცდურს გამოიყენოს ეს იარაღი სხვა მიზნებისთვის.

თუ ბავშვს ეტყვი, რომ რაღაცის ყიდვის საშუალება არ გაქვს, მას აქვს კონტაქტი სოც-მუშაკთან და შეუძლია უთხრას გაბრაზებულ გულზე, მერე მოდის სოც-მუშაკი, გეუბნება, რომ შენ არ გაქვს ბავშვის შენახვის საშუალება და გართმევს შვილს. თუ რაიმეს დაუშლი შვილს, ან ტამბაქოს მოწევას, ან უხამსად ჩაცმას, მოდის მუშაკი და გეუბნება, რომ შენ ძალადობ მასზე და გართმევს შვილს. აი, ასეთი მექანიზმია ჩადებული ამ იუვენალურ იუსტიციაში”-ამბობს მამა დავითი (ისაკაძე)

შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო კანონი იუვენალური იუსტიციის შესახებ.

კომენტარის დატოვება