ფილიპინებზე ვულკანი ამოიფრქვა

მარიამ ახალკაცი 

ფილიპინებზე ვულკანის ამოფრქვევის გამო ათასობით ადამიანის ევაკუაცია მიმდინარეობს. მანილაში ვულკან “ტაალის” გააქტიურების მიზეზით დაიხურა სავაჭრო ობიექტები და სკოლები. გადაიდო ავიარეისებიც. დაღუპულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

ტაალი” მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პატარა აქტიური ვულკანია, თუმცა მის ყველაზე მასშტაბურ ამოფრქვევას 1911 წელს, ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.