“არ დახოცოთ აქციის მონაწილეები!” – დონალდ ტრამპი

მარიამ ახალკაცი

“არ დახოცოთ აქციის მონაწილეები” – ამ განცხადებით დონალდ ტრამპმა ირანის ლიდერებს სპარსულად მიმართა.

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, “ტვიტერი​ს” საშუალებით, ირანის მოსახლეობას მხარდაჭერა გამოუცხადა და ქვეყნის ხელისუფლებას ინტერნეტის ჩართვისკენ მოუწოდა.

მოგვიანებით დონალდ ტრამპმა სპარსულად კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნავს, რომ ირანს ბირთვული იარაღი არ ექნება. ტრამპი ირანის მთავრობას ახსენებს, რომ ქვეყანაში არსებულ სიტუაციას მსოფლიო და განსაკუთრებით შეერთებული შტატები აკვირდება.

ტრამპის პოსტებს ასევე “ტვიტერით” გამოეხმაურა ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი – აბას მუსავიმ მოუწოდა ამერიკის ლიდერს, ნუ შეურაცხყოფს ამ მიმართვით სპარსულ ენას