მელორ ვაჩნაძე საფრანგეთის ციხეშია და დახმარებას ითხოვს!

ზაზა სვანაძე

-მელორ ვაჩნაძე საფრანგეთის ციხეშია.
იგი დახმარებას ითხოვს და ამბობს რომ იმ მკვლელობას ედავებიან, რომელშიც დანაშაული არ მიუძღვის და სურს მისი საქმე საკნონსულოს ყურამდე მივიდეს და მოახდინონ რეაგირება.
( ამ თემაზე ციხიდან ვიდეოები გამოაქვეყნა )

ყვითლის, წითლის, თუ სუსის ჟურნალისტები დილის ცხრა საათიდან რომ მირეკავდით და მწერდით, შარშანწინ, მელორ ვაჩნაძესთან ინტერვიუ ჩაგვაწერინე ზაზაო, მაშინ, როდესაც სუსის და შსს-ს დავალებით, ბიჭს ცილი დასწამეს და ამ პასკვილის ტირაჟირება, გაუაზრებლად ან გამიზნულად გსურდათ, ახლა მოამზადეთ მასალა მელორის საქმეზე !

ნახევარი წელია იგი საფრანგეთის ციხეშია, გადადით მის ვოლზე და გაიგეთ დეტალები, ვისაც ეს გეხებათ.
მხოლოდ სუსის დავალებებს რომ ასრულებთ/

პოლიტიკური კონტექსტის მიღმა, საქართველოს მოქალაქეე ითხოვს დახმარებას.