“ღმერთმა დალოცოს ჩვენი ორი ეკლესია“

„საქართველოს ეკლესია მონაწილეობს დიალოგებში, რომელიც არის კათოლიკურ ეკლესიასა და მართლმადიდებლურ ეკლესიებს შორის. ჩვენ მადლობელი ვართ, რომ გვეძლევა საშუალება ვიმუშაოთ ხელნაწერებზე, რომელიც მრავლად არის ვატიკანის ბიბლიოთეკაში და რომელიც ასახავს ჩვენს წარსულს. კიდევ ერთხელ მოგესალმებით, მივესალმები თქვენს თანხმლებ პირებს. კეთილი იყოს თქვენი ჩამობრძანება საქართველოში. ეს არის ნამდვილად ისტორიული ვიზიტი. ღმერთმა დალოცოს ჩვენი ორი ეკლესია“    – განაცხადა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა  ილია მეორემ საპატრიარქოში,  სადაც პაპი ფრანცისკე დელეგაციასთან ერთად იმყოფებოდა.

კომენტარის დატოვება