ალექსანდრე კობაიძე გენერალური პროკურორის თანამდებობაზე კანდიდატად წარსდგა

მარიამ ახალკაცი

გავრცელებული ინფორმაციით გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე კანდიდატად წარსდგა ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე.

ინფორმაციის გდასამოწმებლად ჩვენ თავად ადვოკატს დავუკავშირდით.

-დიახ, გახლავართ გენერალური პროკურორის კანდიდატი.

-ვინ არის თქვენი წარმდგენი?

-„ხალხის პარტია“

– რატომ გადადგით ასეთი ნაბიჯი და ორი სოტყვით რომ გვითხრათ, რას გააკეთებთ არჩევის შემთხვევაში?

-ძირეული ცვლილებებია განსახორციელებელი პროკურატურაში და ჩემი არჩევის შემთხვევაში განვახორციელებთ საკადრო ცვლილებებს და ავამაღლებ პროფესიონალიზმს. პროკურატურას ჩავაყენებ ხალხის სამსახურში.

ცნობისთვის, დღეისათვის საქართველოს გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე საპროკურორო საბჭოსთვის 7 კანდიდატია წარდგენილი.

წარდგენილი კანდიდატების ვინაობა საჯაროა და მონაცემები საპროკურორო საბჭოს ვებგვერდზე   http://pc.gov.ge  აიტვირთება.

კონსულტაციები და კანდიდატების წარდგენა გრძელდება 2020 წლის 17 იანვრის ჩათვლით.