უსაფრთხოა სკოლა ექიმების გარეშე ?

მარიამ ახალკაცი

 

ბავშვის კოდექსის კანონპროექტის თანახმად, ექსკურსიებზე წასულ ჯგუფებს თან ექიმი უნდა ახლდეს.

ექიმის გარეშე ბავშვების ექსკურსიებზე წაყვანა 2020 წლიდან აიკრძალება. კანონპორექტის თანახმად, თუ სკოლას ექიმი არ ჰყავს, მაშინ ჯგუფს თან უნდა ახლდეს პირი, რომელიც პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევაში გადამზადებულია. ასეთი პირი შეიძლება იყოს მანდატური, ან მშობელიც კი.

რა მოვალეობები აკისრია სკოლის ექიმს?
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ ერთობლივად განახორციელეს პროექტი, რომელის ფარგლებში სკოლის ექიმებად დასაქმდნენ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შერჩეული, სერტიფიცირებული პირები.

1.დროულად აღმოუჩინოს მოსწავლეებს პირველადი სამედიცინო დახმარება;
2.დაგეგმოს და განახორციელოს ჯანმრთელობის ხელშეწყობის ღონისძიებები;
3.ხელი შეუწყოს ქრონიკული დაავადებებისა და სასკოლო ტრავმატიზმის პრევენციას;
4.გაავრცელოს ინფორმაცია იმუნიზაციისა და ინფექციური დაავადებების პრევენციული მექანიზმების შესახებ;
5.სკოლის დირექციას, დამრიგებელს და მშობელს მისცეს რეკომენდაცია ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ;

11 დეკემბერს თბილისის 59-ე საჯარო სკოლაში, რომელიც გლდანულის დასახლებაში მდებარეობს, პირველკლასელ მოსწავლეს კალმის თავსახური გადასცდა. 6 წლის ბიჭმა გახანგრძლივებულის პედაგოგს შესჩივლა, რომ სუნთქვა უჭირდა. ადგილზე გაწეული პირველადი დახმარებისა და შემდეგ უკვე სასწრაფო დახმარების ექიმების მცდელობის მიუხედავად, ბავშვი კლინიკაში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. ამ ტრაგიკული შემთხვევის შემდეგ გაჩნდა კითხვა, კვლავაც არსებობს თუ არა სკოლებში სამედიცინო პუნქტები და ვინ ზრუნავს მოსწავლეთა სამედიცინო უსაფრთხოებაზე. როგორც გაირკვა, განათლების სამინისტრომ დაახლოებით წელიწად-ნახევრის წინ საჭიროების შემთხვევაში მოსწავლეთათვის პირველადი დახმარების აღმოჩენა მანდატურებს მიანდო, ექიმისა და ექთნის შტატი კი სკოლის წესდების საშტატო ჩამონათვალიდან საერთოდ ამოიღო.

სკოლა დაკომპლექტებული უნდა იყოს კვალიფიციური მედ პერსონალით რომ მსგავსი სავალალო შედეგი თავიდან იქნეს აცილებული .

განათლების სამინისტროში ფიქრობენ როგორ აღადგინონ სკოლაში სამედიცინო პუნქტები. მინისტრის მოადგილე ალუდა გოგლიჩიძ მიიჩნევს, რომ სკოლას ექიმის მომსახურება სჭირდება არა მხოლოდ საგაკვეთილო პროცესის დროს, არამედ მაშინაც, როცა სკოლა ატარებს სპორტულ შეჯიბრებას ან გასვლით ღონისძიებას. ამ საკითხს განათლების სამინისტროს ახალი ხელმძღვანელობა უსაფრთხო სკოლის კონცეფციის ფარგლებში განიხილავს. ალუდა გოგლიჩიძის სიტყვებით, დღეს უსაფრთხო სკოლა მხოლოდ მანდატურის ინსტიტუტის არსებობას გულისხმობს.
მისი სიტყვებით, პრობლემაა კვალიფიცირებული კადრების არსებობაც:

”სკოლა სპეციფიკური დაწესებულებაა, ამიტომ ჩვეულებრივი ექიმის სტანდარტი იქ არ გამოდგება, ეს სტანდარტიც შესამუშავებელია და ადრეც გასაკეთებელი იყო. თუმცა ვფიქრობ, რომ სკოლის ექიმების ერთი ხელის მოსმით გაყვანა სკოლებიდან მაინც არ იყო გამოსავალი. ჩვენ დღეს ვფიქრობთ, რომ უნდა განისაზღვროს ამ ექიმების კვალიფიკაციის ამაღლების სქემაც, იმიტომ რომ, თუ ექიმი მხოლოდ სკოლაში იმუშავებს, ბუნებრივია, მათი კვალიფიკაცია დროთა განმავლობაში კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება. მთავარი ის არის, რომ ნება არსებობს, რომ სკოლებში მედპუნქტები აღდგეს. ახლა ვფიქრობთ რა ფორმით დავაბრუნოთ ექიმის ინსტიტუტი სკოლაში”.