„ვრწმუნდები რამხელა ეროვნული საქმე გააკეთა მიწის დაცვის კომიტეტმა…“

„მედიაცენტრი მთავარის“ ინფორმაციით, 15 იანვარს, ყოფილ პეროვსკაიას ქუჩაზე, ვალუტის ერთ-ერთ გადამცვლელ ჯიხურს თავს დაესხნენ. მძიმედ არის ნაცემი მოლარე ოპერატორი გოგონა. თავდამსხმელები მის გაგუდვას ცდილობდნენ, რომელიც გამვლელებმა გადაარჩინეს.

http://mcm.ge/%e1%83%98%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%95%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%a3%e1%83%a2%e1%83%9d-%e1%83%af%e1%83%98%e1%83%ae%e1%83%a3%e1%83%a0/?fbclid=IwAR07sBPLKQQl9Saak44iOOB-qtbY6tg8eAihJkmCNN4ubiMyCwALFS5elYI

ინფორმაციას “მემარცხენე ალიანსის” ლიდერი კახა ძაგანია ეხმიანება და ამბობს, რომ მიუხედავად ვებრი შრომისა, ამ მიმართულებით სამუშაო კიდევ ბევრია.

-ასეთ დროს კიდევ უფრო ვრწმუნდები რამხელა ეროვნული საქმე გაკეთდა მიწის დაცვის კომიტეტის მიერ, (ჩვენი პარტიის ლიდერები ამ კომიტეტში სხვებთან ერთად იყო წარმოდგენილი) როდესაც სასოფლო-სამეურნეო მიწების უცხოელებზე გასხვისების აკრძალვას მივაღწიეთ. (სამართლიანობისთვის აქვე უნდა ითქვას რომ პარლამენტმა მიიღო ბოლო ჯამში ეს კანონი).

ნამდვილად არ გვენანება ძალ-ღონე, ნერვიულობა, არცერთი წუთი რაც ამ პროცესში პარტია “მემარცხენე ალიანსის” წევრებმა დავხარჯეთ. პრაქტიკულად ქვეყნის გადარჩენის ფუნდამენტი ჩავასხით, თუმცა ამ მიმართულებით სამუშაო ბევრი დარჩა”.