შემოწმდა საბურთალოსა და დიდუბის რაიონში მდებარე ბაღები

სააღმზრდელო პროცესის განახლებასთან ერთად, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ საბავშვო ბაღებში საკვები პროდუქტების, მათი დასაწყობებისა და საკვების მომზადების ხარისხის მონიტორინგიც განაახლა.

ამჯერად, შემოწმდა საბურთალოსა და დიდუბის რაიონში მდებარე ბაღები. პროცესში ჩაერთო სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე.

თბილისის 180 საბავშვო ბაგა-ბაღს მიმდინარე წლის სექტემბრიდან საკვები პროდუქტებით ორი კომპანია ამარაგებს. მომარაგების პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს.