ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი გაიზარდა

მარიამ ახალკაცი

ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი გაიზარდა. ბოლო ინფორმაციით, დაღუპულია 41 ადამიანი, მათ შორის ერთი ექიმია. საერთო ჯამში, ინფიცირებულების რაოდენობა 1,300-მდე გაიზარდა. 14 ათასზე მეტი ადამიანი მედიკოსების დაკვირვების ქვეშაა. ცოტა ხნის წინ, ცნობილი გახდა, რომ დაავადების პირველი შემთხვევა გამოვლინდა მალაიზიაშიც.