პარტია “ცენტრისტები” რეფერენდუმის ჩატარებას ითხოვს

   პარტია “ცენტრისტები” საგანგებო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: 

– “როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, დიდი ბრიტანეთის მოსახლეობის უმრავლესობამ რეფერენდუმის გზით გამოხატა თავისი დამოკიდებულება და ევროპაში მომატებული ტერორიზმის, მიგრაციის ტალღის გამო, უარი თქვა ევროზონაში ქვეყნის შემდგომ დარჩენაზე.
ოცდახუთი წელია, რაც საქართველოს ხელისუფლებები მიისწრაფიან მიზნისკენ, რომელმაც საქართველოს ზიანის, ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის, ძმათამკვლელი ომის მეტი არაფერი მოუტანა.
საქართველოში დღემდე აპელირებენ 2008 წელს სააკაშვილის რეჟიმის მიერ ჩატარებული პლებისციტის შედეგებით, თუმცა აღიარებენ , რომ სააკაშვილის რეჟიმის მიერ ჩატარებული ყველა არჩევნები პირწმინდად ყალბდებოდა.
პარტია “ცენტრისტები” მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებთან ერთად, ჩაატაროს რეფერენდუმი კითხვით :
„სურს თუ არა საქართველოს მოსახლეობას ქვეყნის NATO-ში გაწევრიანება“ , რომ ერთხელ და საბოლოოდ გაირკვეს საქართველოს მოსახლეობის დამოკიდებულება ამ საკითხისადმი.”- ნათქვამია განცხადებაში

კომენტარის დატოვება