ქალები ელიან საქმროებს…მატრიარქატი ბრაზილიაში

ქალაქი, სადაც მხოლოდ ქალები ცხოვრობენ ანუ ჩვენი დროის მატრიარქატი ბრაზილიაში

ბრაზილიაში არის ქალაქი ნოივა დუ კორდეირუ, რომელიც ნამდვილი ქალების სამეფოა. ქალაქში ცხოვრობენ და მუშაობენ მხოლოდ ქალები, დღეისთვის მათი რაოდენობა 600-ს შეაგდენს. ადგილობრივები სიხარულით უღებენ კარს ახალ ამაზონკებს. ასე რომ აქ დასახლება ნებისმიერ მსურველ ქალს შეუძლია.

ნოივა დუ კორდეირუ, მარია სენიორინა დე ლიმომ 1891 წელს დააარსა, რომელიც საკუთარი ქალაქიდან და სახლიდან ქმრის ღალატის გამო განდევნეს. ისტორია ამბობს, რომ ის მისი ნების წინააღმდეგ გაათხოვეს და ვერ შეეგუა ბედს.

როგორც მარიას დროს, ახლაც ქალაქის მაცხოვრებლები ერთ ოჯახად ცხოვრობენ და წარმოიდგინეთ, არც ჩხუბობენ, არც ქიშპობენ და არც ინტრიგებს ხლართავეს, როგორც ეს ქალებისთვის არის დამახასიათებელი.

საკმაოდ ბევრს შრომობენ, გაჭირვებითაც თურმე არავის უჭირს და როგორც თავად ამბობენ, აქვთ იმდენი, რომ თავს პატარ-პატარა უფუნებაზე უარი არ უთხრან. აქვთ ნატურალური პროდუქტი და არც მყიდველის ნაკლებობას უჩივიან.

  

როცა თხოვდებიან, ქალაქს ტოვებენ და სხვაგან გადადიან საცხოვრებლად, თუმცა შვილებთან ერთად უქმეებზე და დღესასწაულებზე მიდიან ქალაქში ახლობლების მოსანახულებლად.

თუმცა არის გამონაკლისიც, თუ ახალდაქორწინებულებს წასასვლელი არსად აქვთ, ქალები უფლებას აძლევენ „სიძეებს“ ქალაქში ცხოვრების, ოღონს კაცები უნდა დამორჩილდნენ მატრიარქატის კანონებს და არასდროს გაიხედონ სხვა ქალისკენ, თუ ეს მოხდა, მას გააგდებენ და განქორწინებაც ავტომატურად მოხდება.

თურმე ამ ბოლო ხანებში ქალაქის მაცხოვრებელი ქალბატონები ინტენსიურად ათავსენებ თავიანთ ფოტოებს სოციალურ ქსელებში, ადგილობრივ გაზეთებში და ელიან საქმროებს.