აქციაზე დეპუტატების მიერ თანამდებობების დატოვებას მოითხოვენ

თბილისის საკრებულოსთან მოძრაობა „შეცვალეს“ წევრები საპროტესტო აქციას მართავენ. იქ არიან ოპოზიციის წარმომადგენლებიც. ისინი 23 იანვარს დედაქალაქის საკრებულოში მომხდარ ჩხუბს აპროტესტებენ და პასუხისმგებელი პირების დასჯას და ლევან ხაბეიშვილზე ფიზიკურ ძალადობაში მონაწილე დეპუტატების მიერ თანამდებობების დატოვებას მოითხოვენ.