გოდერძი ჩოხელი იუბილარია-ვულოცავთ ზეციურ საქართველოში (ფილმი)

სანამ ცოცხალი ხარ, არ მოკვდები და თუ მოკვდი, მერე, აბა, რისიღა უნდა გეშინოდეს. სიკვდილს იქით ხომ კიდევ უფრო დიდი სიცოცხლეა…”

1954 წლის 2 ოქტომბერს, დუშეთის რაიონის სოფელ ჩოხში  დაიბადა მწერალი, სცენარისტი, კინორეჟისორი გოდერძი  ჩოხელი, კაცი, რომლის გულისცემა სიცოცხლის უკანასკნელ წუთებამდე სამშობლოს მაჯისცემასთან ერთად ფეთქავდა. მისი ყოველი წუთი, ყოველი წამი სიყვარულით იყო გამსჭვალული.

გოდერძი ჩოხელი “სულეთის ქვეყანაში” გადავიდა, მაგრამ მისი შემოქმედება ოდნავადაც არ კარგავს აქტუალურობას. პირიქით, მის მიერ დატოვებული ნაწარმოებები თუ ფილმები თანდათან უფრო დასაფასებელი ხდება. გარდაცვალების შემდეგ მისი სახელი სწორედ ისე დარჩა, როგორც თავად წერდა ლექსში:

მე კი დავრჩები ქვეყანას
ჭრელ-ჭრული ყვავილივითა,
თავ-თმაზე შემოსაწნავად,
ნეფიონთ გვირგვინივითა,
სიკვდილ-სიცოცხლის შემკვრელად
ოქროს საამო მძივითა,
დავრჩები გასახსენებლად
ლამაზი სიკვდილივითა.

ბოლო ნამუშევარია ფილმი „სიყვარულის ცეცხლი”.
გოდერძი ჩოხელი გარდაიცვალა 2007 წელს, დასაფლავებულია მცხეთაში, სამთავროს დედათა მონასტრის ეზოში.

„სიყვარულის ცეცხლი“

 

კომენტარის დატოვება