26 მაისი გამოძიებული არ არის ბოლომდე და მერაბიშვილს პოლიტპატიმრად გვიცხადებენ

   „დემოკრატიული მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ ვანო მერაბიშვილის საქმეზე, სტრასბურგის სასამართლოს მიერ გამოქვეყნებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა. ბრიფინგს ესწრებოდნენ 2011 წლის 26 მაისის მშვიდობიანი აქციის მონაწილეთა ნაწილი, რომლებიც სისხლიანი სადამსჯელო სპეცოპერაციის დროს იქნენ ნაწამები და შემდეგ დაპატიმრებულები.

„უპირველეს ყოვლისა მინდა აღშფოთება გამოვხატო იმასთან დაკავშირებით, რომ ყველა ამ ადამიანის საქმე პრაქტიკულად, რომელიც ეხლა ჩემს ზურგს უკან არის, სტრასბურგის სასამართლომ განხილვისათვის გადადო, ვერ მოიცალა ამდენი ხნის განმავლობაში, ვერ მოიცალა განეხილა ევროპაში ყველაზე ახალგაზრდა პოლიტპატიმრის პეტრიაშვილის საქმე. ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ ვერ მოიცალა, რომ განეხილა იმ ადამიანების საქმე, რომელიც სიკვდლამდე სცემეს ჯერ 26 მაისს რუსთაველის გამზირზე, ხოლო შემდეგ უკანონოდ დააპატიმრეს და პოლიციის სამმართველოს შენობაში აწამეს, შედეგ უკვე საპყრიბილეში აწამეს, ვერ მოეცალა განეხილა იმ ადამიანებს საქმეები, რომლებიც წლების განმავლობაში საქართველოდან გაქცეულები იყვნენ აბსოლიტურად უსუსური ბრალდებებით და საკუთარი ახლობლების გასვენებასაც ვერ დაესწრნენ, მაგრამ მოახერხა, მოიცალა იმისათვის, რომ განეხილა ვანო მერაბიშვილის საქმე და სასწრაფო გადაწყვეტილებაც გამოიტანა.

   მათ წარბიც კი არ შეტოკებიათ იმისდა მიუხედავად, რომ სრულიად უდანაშაულო ადამიანების გადარეცხილ სისხლან პროსპექტზე იდგნენ. ძალიან სამწუხაროა ასეთი ორმაგი სტანდარტები, თუმცა ეს მარტო ევროკავშირის ბრალი არ არის. დღეს ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც არის არა მარტო უსუსური, არამედ როგორც ჩანს უბრალოდ მავნებელი ან გონება შეზღუდულია. მე დიდხანს ვარჩევდი სიტყვებს, თუ რა სიტყვებით შემეფასებინა ის, რაც დღეს ჩვენს ხელისუფლებას სჭირს, მაგრამ როდესაც ვანო მერაბიშვილს ციხეში სვამ იმ ბრალდბებით, რომელი ბრალდებითაც ის ციხეში ჩასვეს, შემდეგ ვერ ახერხებ ელემენტარულად პროცედურების დაცვას, შემდეგ სააკაშვილის ბებიის 14 წლიან ჰონდას აყადაღებ, ნამდვილად ან მავნებელი ხარ და გარიგებული „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ან მართლა გონებაშეზღუდული“-განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

მისი თქმით, „დემოკრატიული მოძრაობა“ კატეგორიულად მოითხოვს რომ დადგეს პოლიტიკური და არამარტო პოლიტიკური, არამედ, სამსახურებრივი გულგრილობისათვის იმ თანამდებობიის პრების პასუხისმგებლობის საკითხი, რომელთა უნიათობით, მავნებლობით და გონება შეზღუდულობით დადგა ის გადაწყვეტილება სტრასბურგში, რომელიც დღეს ჩვენ მოვისმინეთ, აღარაფერს ვამბობ იმ სამარცხვინო განცხადებაზე რომელიც გააკეთა ქალბატონმა წულუკიანმა, რომელიც გახარებულია იმით, რომ თურმე წინასწარი პატიმრობა საართლიანია და დანარჩენს არ აქვს მნიშვნელობა.

   „აი, ასეთი ხელისუფლება გვყავს დღეს ჩვენ, ასეთი ხელსუფლება გვყავს და ასეთი სამართალია, როგორც ჩანს, დღევანდელ საქართველოში და დღევანდელ საქართველოსთან მიმართებაში უკვე თანამედროვე მსოფლიოს მხრიდანაც, როდესაც 26 მაისი გამოძიებული არ არის ბოლომდე, დაღუპული ადამანების, დასახიჩრებული ადამიანების ბედი გამოძიებული არ არის, არ არის დაყენებული პასუხისმგებლობის საკითხი იმ ადამიანების მიმართ, რომლებმაც ათობით და ასობით ოჯახი გააუბედურეს და ადამიანების სიცოცხლე და ცხოვრება დაამახინჯეს, ხოლო ამ დროს, ვანო მერაბიშვილს პოლიტპატიმრად გვიცხადებენ“-განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

0 Comments

Leave a Comment

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Lost Password