ხელვაჩაურის მერიასთან “ალტერნატივამ” ინერტული მასალის მოპოვება გააპროტესტა

არასამთავრობო ორგანიზაცია “ალტერნატივამ” ხელვაჩაურის მერიასთან ინერტული მასალის უკანონოდ მოპოვება გააპროტესტა. აქციას დაპირისპირება და ხმაური მოყვა.

საპროტესტო აქციის მონაწილეებს ხელვაჩაურის მერი ჯუმბერ ვარდანიძე შეხვდა. მისი განცხადებით, მერიაში ყველა პროექტი კანონის სრული დაცვით ხორციელდება და კანონდარღვევებს ადგილი არ აქვს. მხარეებს შორის შეთანხმება ვერ მოხერხდა.