“ნუ მიიღებთ სოფლის დიქტატურის გაფორმებაში მონაწილეობას”

“დღევანდელი საქართველოს მდგომარეობა მარტივი მაგალითია იმისთვის, რომ აღწერო რას ნიშნავს ავტორიტარული მმართველობა.” – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ერთ-ერთ არხზე სტუმრობისას განაცხადა. მარგველაშვილმა ტელეეთერიდან “ქართული ოცნების” იმ წევრებს მიმართა, რომლებიც 2012 წელს ხელისუფლების შესაცვლელად მასთან ერთად იდგნენ და სხვა რეალობას პირდებოდნენ საზოგადოებას: “მე მინდა ჩემს თანამოაზრეებს  ვუთხრა, „არ გჭირდებათ სოფლის დიქტატურის გაფორმებაში მონაწილეობის მიღება.   დღეს წყდება ჩვენი კურსი,  საქართველოს გზა საითაა მიმართული,  დასავლეთით თუ ჩრდილოეთით. ჯერ-ჯერობით ეს არის გზა არსაით.   ნუ მიიღებთ მონაწილეობას ამ საქმეში”.

“2013 წელს საარჩევნო კამპანიისას ჩვენ ვპირდებოდით ქვეყნის აშენებას მე არ ვპირდებოდი დაჭერებს. სამწუხაროდ ჩვენ ახლა მივდივართ პროვინციული დიქტატორული მშენებლობის გზით. ჩვენი არჩევანის დასაცავად უნდა გავიაზროთ, რომ ის ქვეყანა რომელსაც აშენებს “ქართული ოცნება”, უნდა დავიცვათ. ჩემი პრეზიდენტობის დროს არანაირი კრიტიკის მსგავსი არ ყოფილა დასავლეთის და ამერიკის მხრეიდან.”- განაცხადა ყოფილმა პრეზიდენტმა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Lost Password