ხვალ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ყრილობა გაიმართება

26 ივნისს „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ყრილობა გაიმართება.

ყრილობის დელეგატები ორგანიზაციის თავმჯდომარეს აირჩევენ. ახალგაზრდებს სიტყვით მიმართავს პრემიერ-მინისტრი, პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილი და ვიცე-პრემირი, პარტიის გენერალური მდივანი და ცენტრალური შტაბის ხელმძღვანელი კახა კალაძე.

   ახალგაზრდული ორგანიზაციის ყრილობას საპატიო სტუმრის სტატუსით დაესწრება ახალგაზრდა სოციალისტების საერთაშორისო გაერთიანების ხელმძღვანელი ევინ ინკისი.

ყრილობა, რომელიც ახალ სპორტის სასახლეში გაიმართება, 17:00 საათზე დაიწყება.

კომენტარის დატოვება