პარლამენტთან ბოტასები და ფოტოები გამოფინეს

ირაკლის შოთაძის ძველ თანამდებობაზე დაბრუნებას პარლამენტის შესასვლელთან რამდენიმე აქტივისტი აპროტესტებს. მათ საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელთან ბოტასები და იმ საქმეების ფოტო-მასალები გამოფინეს,  რომლებიც შოთაძის პროკურორობის  დროს  იყო გახმაურებელი.  “ამ ბოტასებით  ჩვენ უნდა  შევახსენოთ საზოგადოებას ვის აძლევს მანდატს 6 წელი, ვის ანდობს პროკურატურას,  ამ ფოტოებზე კი ის  საქმეებია ასახული,  რომელიც გააყალბა შოთაძემ, ან უშუალოდ მისი მითითებით მოხდა”- აცხადებს ერთ-ერთი აქტივისტი ზვიად კუპრავა.

როგორც აქტივისტები აცხადებენ, მათ სახელზე  საშვი იყო დაშვებული, თუმცა პარლამენტში არ შეუშვეს.