თბილისის მერია ვაკის პარკში მშენებლობას არ დაუშვებს

კახა კალაძე მზადაა ინვესტორს სხვა ადგილი შესთავაზოს რესტორან “ბუდაპეშტის” ასაშენებლად, რადგან  ვაკის პარკში მაღალსართულიანი ტიპის შენობის აგება დაუშვებელია. სასტუმრო “ბუდაპეშტის” ნაცვლად რესტორან “ბუდაპეშტის” აღდგენას კახა კალაძე დაუშვებლად მიიჩნევს.

“ჩვენი პოზიცია არის იგივე. ვაკის პარკში 9 სართულიანი შენობა-ნაგებობა ვერ განთავსდება. ჩვენ დაგეგმილი გვაქვს ვაკის პარკის რეაბილიტაცია-განახლება თავისი კასკადით. როდესაც უკვე გვექნება პროექტი და გადავალთ სამშენებლო სამუშაოებზე, მაშინ  შესაძლებელი იქნება საუბარი.  დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე, ვაკის პარკში ასეთი მშენებლობების განხორციელება მიუღებელია. ნებართვა უნდა გასცეს დედაქალაქის მერიამ, ამიტომ ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას იქ რამე აშენდეს თუ არა”- განაცხადა კალაძემ.