საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი კიდევ გაიზარდა

საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალმა 5.677 მილიარდ დოლარს გადაარჭაბა. (ეროვნულ ვალუტაში 16,425 მლრდ ლარი) მონაცემები 2020 წლის 31 იანვრით თარიღდება.. ოფიციალური მონაცემებით, გასული წლის პერიოდთან შედარებით სახელმწიფოს საგარეო ვალი 210,365 მლნ დოლარით გაიზარდა.

2019 წლის იანვრის მონაცემებით, სახელმწიფოს საგარეო ვალის მოცულობა 5,466 მლრდ დოლარს (14,513 მლრდ ლარს) აღემატებოდა.

მიმდინარე წლის 31 იანვრის მდგომარეობით,  საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი აქვს გერმანიის და ის  1,068 მლრდ ლარს შეადგენს. მეორე კრედიტორი ქვეყანა საფრანგეთია და მისი ვალი 937,622 მილიონი ლარია; მესამე კრედიტორი ქვეყანა იაპონიაა – 612,011 მილიონი ლარი.  მეზობელ ქვეყნებიდან საქართველოს ყველაზე დიდი თანხა რუსეთის მართებს და ის 148,595 მილიონი ლარით განისაზღვრება; თურქეთის ვალი – 37,327 მილიონი ლარია; სომხეთის – 20,635 მილიონი ლარი, ხოლო  აზერბაიჯანის – 19, 383 მილიონი ლარი.