გენერალური პროკურორის თანამდებობაზე არჩევა უნდა იყოს ხალხის პირდაპირი უფლებამოსილება

დღეს 17 თებერვალს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში პროკურორობის კანდიდატ შოთაძეს მოუსმინეს, მისი ბიოგრაფია როგორც ვიცით 10 გაყალბებულ და გამოუძიებელ საქმეს ითვლის (მაჩალიკაშვილის მკვლელობა, ხორავას ქუჩის საქმე, ციანიდისს საქმე. და ა.შ )

ირაკლი შოთაძის კანდიდატურის განხილვას გენერალური პროკურორის თანამდებობაზე პარტია ,,კანონი და სამართალი” -ს  გენერალური მდივანი ირაკლი ღლონტი განცხადებას აკეთებს, ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

,, ჩვენი პოლიტიკური პარტიის ,,კანონი და სამართალი’’ -ს მიერ შემოთავაზებული მოდელი გენერალური პროკურორის თანამდებობაზე განმწესების წესის ცვლილებასთან დაკავშირებით არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიახლე ინსტიტუციური მოწყობის მიმართულებით, რომელიც დაუყონებლივ უნდა დამკვიდრდეს ივანიშვილის რეჟიმის ცვლილებისთანვე. მიგვაჩნია, რომ გენერალური პროკურორის თანამდებობაზე არჩევა უნდა იყოს ხალხის პირდაპირი უფლებამოსილება, რომელიც თავის მხრივ არსებითად გამორიცხავს ნებისმიერი მმართველი ძალის ვიწრო პარტიულ ინტერესებს ამ ინსტიტუციაში, უფრო მეტიც, თუკი ხელისუფლებების ვიწრო პარტიული ინტერესები წინააღმდეგობაში მოვა კანონმდებლობასთან და მოსახლეობის ნამდვილ ნებასთან, ხალხის მიერ პირდაპირი წესით არჩეული გენერალური პროკურორი მაღალი ლეგიტიმაციის ფარგლებში, პოლიტიკური ნეიტრალიტეტის, მიუკერძოებლობის, ობიექტურობისა და კანონიერების პრინციპების დაცვით განხორციელებს საპროკურორო უფლებამოსილებას. ხალხის მიერ არჩეული გენერალური პროკურორი გახდება იმის გარანტი, რომ საქართველო დაადგება მეტი დემოკრატიის გზას, სადაც ნებისმიერი მაღალჩინოსანი, მათ შორის მთავრობის მეთაური, მინისტრები, დეპუტატები, მერები თუ სხვა უწყების წამყვანი თანამდებობის პირები დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში ვერ აიცილებენ სისხლისამართლებრივ პასუხისმგებლობას და ხელისუფლების ცვლილებამდეც მოუწევთ ციხის გისოსებს მიღმა ცხოვრება. ჩვენს მიერ შემოთავაზებული წესი იქნება მაღალი პრევენციის მატარებელიც, ვერცერთი ჩინოვნიკი ვეღარ გაბედავს ხელისუფლების, ხალხის ფულის ან სახელმწიფო ქონების მიტაცებას. მიგვაჩნია, რომ გენერალური პროკურორის მანდატთან ერთად, ხალხის არჩევითი უნდა გახდეს ბიუჯეტის ფულის მიზნობრივ ხარჯვაზე კონტროლის განხმორციელებელი გენერალური აუდიტორის თანამდებობა, ყველა ქალაქის და რაიონის პოლიციის ხელმძღვანელები და რეჟიმის ჩვლილებისთანვე უნდა შევქმნათ დამოუკიდებელი ,,ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტო’’. – ნათქვამია ირაკლი ღლონტის განცხადებაში.