“ვარ ზრდასრული ადამიანი და შესაბამისად, ყველა გადაწყვეტილებას რასაც ვიღებ პირადად

ზრდასრული ადამიანია და ყველა გადაწყვეტილებას იღებს პირადად. ეს პასუხი გასცა კანდიდატმა კითხვას გენერალური პროკურორის თანამდებობიდან გადადგომასთან და შემდეგ ხელახლა კანდიდატურის დაყენებასთან დაკავშირებით.

“ვარ ზრდასრული ადამიანი და შესაბამისად, ყველა გადაწყვეტილებას რასაც ვიღებ, ვიღებ პირადად. რაც შეეხება უმრავლესობის დამოკიდებულებას ჩემს გადადგომასთან დაკავშირებით, ჩემთვის ეს ცნობილია მაშინდელი საჯარო განცხადებებიდან გამომდინარე. რაც შეეხება იმას, თუ მაშინ როგორ მივიღე ეს გადაწყვეტილება, ეს მივიღე დამოუკიდებლად, არაერთხელ ვთქვი და დღესაც გავიმეორებ, რომ ამ გადაწყვეტილებას არ ვნანობ”, — თქვა ირაკლი შოთაძემ.