“არ მიაქციოთ ყურადღება ასეთი დეგრადირებული ადამიანების მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს!” – კალაძე სპორტსმენებს მიმართავს

თბილისის მერი ოპოზიციის მიერ ქართველი სპორტსმენების მისამართით გაკეთებულ  პოლიტიკურ  განცხადებებს  ეხმაურება.

„ჩვენი წარმატებულi სპორტსმენებით ამაყობს მთელი ქვეყანა, მთელი ერი. მათ ჩვენი ქვეყნის სახელი გააქვთ საზღვრებს გარეთ. ყველა ერთად ვზეიმობთ, როდესაც ისინი მოიპოვებენ გამარჯვებას. შესაბამისად, ამ ადამიანების კრიტიკა, გაუაზრებელი თუ გააზრებული განცხადებები და ტალახის სროლა ვერაფერს დააკლებს ვერც ტალახაძეს, ვერც ჩვენ მორაგბეებს. ტენდენციად იქცა  ბოლო თვეების განმავლობაში წარმატებულ სპორტსმენებზე, წარმატებულ ადამიანებზე თავდასხმა. მორაგბეების ფრჩხილის ფასად არ ღირს არც ერთი ის ადამიანი, ვინც შეურაცხყოფას აყენებს ჩვენს წარმატებულ სპორტსმენებს. მე მინდა მათ წარმატებები ვუსურვო და ვუთხრა, რომ არ მიაქციონ ყურადღება ასეთი დეგრადირებული ადამიანების მხრიდან გაკეთებულ ამაზრზენ განცხადებებს.“ – განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ  ბორჯღალოსნებმა  ბიძინა ივანიშვილს დაბადების დღე მიულოცეს, რასაც ოპოზიციის და მათი მხარდამჭერების მხრიდან მწვავე შეფასებები და შეურაცხმყოფელი განცხადებები მოყვა.