ამერიკა საქართველოს მხარს უჭერს კიბერუსაფრთხოების გაძლიერებაში

ამერიკის შეერთებული შტატები კატეგორიულად გმობს რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ კიბერშეტევას და მოუწოდებს შეწყვიტოს მსგავსი ქმედებები როგორც  საქართველოში, ისე სხვაგან.  ცოტა ხნის წინ ამერიკის საელჩომ ოფიციალური განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია:

„2019 წლის 28 ოქტომბერს რუსეთის გენერალური შტაბის დაზვერვის მთავარი სამმართველოს („გრუ“) სპეციალური ტექნოლოგიების მთავარმა ცენტრმა  საქართველოს წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი, შემაფერხებელი კიბერშეტევა განახორციელა. ინციდენტმა  შეაფერხა საქართველოს მთავრობისა და კერძო საკუთრებაში არსებული რამდენიმე ათასი ვებ-გვერდის მუშაობა და სულ მცირე ორი მთავარი სატელევიზიო არხის ტრანსლაცია. ეს ქმედება  წარმოადგენს რუსეთის „გრუ“-ს მიერ რიგი ქვეყნების წინააღმდეგ განხორციელებულ უპასუხისმგებლო კიბეროპერაციების უწყვეტ სქემას. ამ ოპერაციების მიზანია განხეთქილების შეტანა, დაუცველობის შექმნა და დემოკრატიული ინსტიტუტებისთვის ძირის გამოთხრა.

კიბერსივრცის სტაბილურობა დამოკიდებულია სახელმწიფოების პასუხისმგებლიან ქცევაზე. ჩვენ საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად გავაგრძელებთ მუშაობას, რომ დავიცვათ სახელმწიფოს პასუხისმგებლიანი ქცევის საერთაშორისო სისტემა კიბერსივრცეში.

ჩვენ  პირობას ვდებთ საქართველოსა და მისი ხალხის წინაშე, რომ მხარს დავუჭერთ კიბერუსაფრთხოების გაძლიერებაში და მავნე კიბერ აქტორებთან ბრძოლაში. საქართველოს საჯარო ინსტიტუტების განმტკიცებისა და მისი შესაძლებლობის გაძლიერებისთვის, ჩვენ  საქართველოს შევთავაზებთ დამატებითი შესაძლებლობების განვითარებას და ტექნიკურ დახმარებას, მსგავსი ქმედებებისგან თავდასაცავად“ – ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისათვის, ცოტა ხნის წინ საქართველოს საგარეო უწყებამ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ 2019 წლის 28 ოქტომბერს საქართველოში განხორციელებული კიბერშეტევა რუსეთის მიერ იყო დაგეგმილი. იხ. ბმული:

https://www.gmtv.ge/28-%e1%83%9d%e1%83%a5%e1%83%a2%e1%83%9d%e1%83%9b%e1%83%91%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%a1-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%97%e1%83%95%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%9d%e1%83%a8%e1%83%98/?fbclid=IwAR1dAJ6cxyNZu95HCvL7zUOUmPvC1I4RoJUzxoGlsmvkRzSxpnPmw1tlCPE