გახარიამ ბათუმში პოლიციელებს ბინები გადასცა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა  ბათუმში  რამდენიმე პოლიციელის ოჯახს ბინები გადასცა და სიტყვის მიმართა:

“თითოეულ  მოქალაქეს უნდა ესმოდეს, რომ ჩვენი ქვეყნის მშვიდი განვითარება დგას თქვენზე.  თუ ქვეყანაში არ იქნება სიწყნარე, სიმშვიდე და რაც მთავარია, სამართლიანობის შეგრძნება, ვერცერთ სფეროში  არანაირი წარმატება არ იქნება მიღწევადი დაწყებული განათლებიდან, ეკონომიკით დამთავრებული, ტურიზმით და კიდევ ბევრი მიმართულებით გაგრძელებული.  ჩვენ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს ის პოლიციელები, რომლებმაც გაიღეს ყველაზე ძვირფასი, საკუთარი სიცოცხლე. ყველამ ერთი რამ უნდა ვიცოდეთ, ღირსეული პოლიციელის ყოველდღიური ცხოვრება არის და უნდა იყოს სახელმწიფო ზრუნვის საგანი, რასაც ვაკეთებეთ და გავაგრძელებთ.”  – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გახარიამ.