,,კორცხელიც მაგათი მოწყობილი იყო შემიძლია თამამდ ვთქვა”-ამბობს ივანიშვილი

,,ქალბატონი ჩამოვიდა დღეს და რაღაცეებს ყვება, რომ თვალებში ჩახედა ამ კაცს, თუ ტვინში ჩახედა და ეს კაცი აღარ იძალადებს და როგორ აღარ იძალადებს,“-ამბობს ბიძინა ივანისვილი სანდრა რულოვსზე და აცხადებს, რომ სამეგრელოში ია მეტრეველის ჩასვლა იყო ,,ძალიან კარგი და მძიმე სცენა“.

,,რაღაც ჭორებს ავრცელებნ ჩემზე გარბისო ამ სიცრუით უნდათ შეურაცხყოფა მომაყენონ, თან ძალიან კარგი რამე თქვეს, რომ ჩვენ ვაჩვენებთ, როგორ მოვეფერებით ოპოზიციასო მათ აჩვენეს უკვე ხელისუფლებაში იყვნენ, როგორ ექცეოდნენ ოპოზიციას. ჩემზე ამბობენ, არ წავიდეს სადმე ჩვენ კარგად მოვექცევითო,“-ამბობს ივანიშვილი.

მისივე განცხადებით, ნაციონლური მოძრაობა უნდა გამოვიდეს და განმარტებები გააკეთონ, როგორ და რომელ შეცდომებზე ისწავლეს.

,, როგორ შეცდომებზე ისწავლეს ეს უნდა თქვან, ცოცხებით გაუპატიურებაზე? იმ ფილმში ცოტა შემსუბუქებული იყო ფაქტები, როგორც მოექცნენ იქ ერთ-ერთ მთავარ გმირს, სხვა ხერხებიც იყო როგორცაა გამოსული ხმა. იცოდა ეს საზოგადოებამ ,ჩვენ ვიცოდით რაც ხდებოდა, მაგრამ მოვერიდეთ ოჯახს,“-ამბობს ექსპრემიერი.

მისი თქმით, ,,ნაციონალურმა მოძრაობამ“ ას მილიონ ლარზე მეტი დახარჯა მოსმენებზე , მათ კი გელა ხვედელიძე დასაჯეს, როცა ნაციონალური მოძრაობის გადაღებული კადრები გამოაქვეყნა.

,,კორცხელიც მაგათი მოწყობილი იყო შემიძლია თამამდ ვთქვა”-ამბობს ივანი შვილი

კომენტარის დატოვება