“ამერიკაში ვოიაჟები გაუკეთა იაკობიშვილმა, აბა ვინ მიიღებდა ამერიკაში ნათელაშვილს”

„რუსთავი 2-დან არ ჩამოდის ნათელაშვილი, აპიარებს. საარჩევნო კლიპები ნათელაშვილს უფრო კარგი გაუკეთეს, ვიდრე „ნაცმოძრაობას“ აქვს.
“ნაცმოძრაობაზე“ ერთი მძიმე არ უთქვამს, მარტო ივანიშვილს აგინებს. სამი დღე სარდაფში რომ იმალებოდა, როცა ფული აიღო ჯაშუშობიდან, იმის ნაცვლად, რომ დაესაჯათ, საკუთარ სამსახურში ჩაიყენეს. ამერიკაში ვოიაჟები გაუკეთა იაკობიშვილმა, აბა ვინ მიიღებდა ამერიკაში ნათელაშვილს. ყვარყვარე რომ პოლიტიკაში მოხვდეს და გადალახის ბარიერი, ეს იქნება შავი ჩვენი მიღწევების შავი ლაქა“, – აღნიშნა ივანიშვილმა.

კომენტარის დატოვება