კორონავირუსის გამო დე ფაქტო რეჟიმებმა ე.წ. გამშვები პუნქტები ჩაკეტეს

კორონავირუსის გამო სოხუმის და ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმებმა დანარჩენ საქართველოსთან ე.წ. გამშვები პუნქტები ჩაკეტეს. აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმმა ენგურის ხიდზე მოძრაობა 7 აპრილამდე შეზღუდა. ე.წ. მესაზღვრეებმა უკან დააბრუნეს ტურისტებიც, რომელთაც უთხრეს, რომ კორონავირუსის გამო კარანტინია და აფხაზეთში ვერ შეუშვებდნენ.

მან ახლა საქართველომდეც მიაღწია. ეს სამხრეთ ოსეთისთვის სერიოზული გამოწვევაა. რეაქცია ოპერატიული უნდა იყოს“, – აღნიშნა ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტმა. ამ უკანონო გადაწყვეტილებების შესახებ სუსმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ინფორმაცია უკვე მიაწოდა.