ერთწლიანი სასამართლო დავა ბათუმლების გამარჯვებით დასრულდა

ზაალ ლუხუტაშვილი

ერთწლიანი სასამართლო დავა, ბათუმში ქიმიური ტერმინალის, გზშ-ს გარეშე მშენებლობასთან დაკავშირებით დასრულდა ბათუმლების გამარჯვებით. სასამართლომ თავისი გადაწყვეტილებით გააუქმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ შედგენილი სქრინინგის დოკუმენტი და დაავალა ახალი მაშტაბური კვლევის ჩატარება.

ამ გადაწყვეტილებას, უდიდესი მნიშვნელობა აქვს ქალაქის ეკოლოგიური დაცვის საქმეში და იმედს ვიტოვებთ, რომ მსგავსი სასამართლო დავებისთვის ექნება პრეცენდენტული ხასიათი. ვულოცავ ბათუმსა და სრულიად საქართველოს ამ გამარჯვებას! ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი!!!