“ალტერნატივას” აქტივისტებმა აქცია-პერფორმანსი გამართეს

აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს ბოტები მიუტანეს – არასამთავრობო ორგანიზაცია ”ალტერნატივას” აქტივისტებმა მთავრობის სახლთან აქცია-პერფორმანსი გამართეს.

აქციის მონაწილეების თქმით, მთავრობის შენობაში ბოტებისა და ტროლების ქარხანა მუშაობს. ისინი აპროტესტებენ რამდენიმე დღის წინ მომხდარ ფაქტს, კერძოდ – აჭარის მთავრობის PR დეპარტამენტის თანამშრომელმა თორნიკე რიჟვაძის ერთ-ერთ ტელევიზიაში პირდაპირ ეთერში სტუმრობამდე მხარდამჭერთა მობილიზების მიზნით ტექსტური შეტყობინება შეცდომით ჟურნალისტების გაუგზავნა, სადაც საუბარი იყო რიჟვაძის ინტერვიუს დროს სოციალურ ქსელში მხარდამჭერთა აქტიურობაზე.