ტენესის შტატში სტიქიას ებრძვიან

25 ადამიანი დაიღუპა და ასობით დაშავდა ამერიკაში, ტენესის შტატში ძლიერი ქარიშხლის შედეგად. გამანადგურებელმა ტორნადომ განსაკუთრებით ქალაქი ნეშვილი დააზარალა. სტიქიამ ათასობით ადამიანი საცხოვრებელი სახლის გარეშე დატოვა. 50 ათას ოჯახს ელექტროენერგია არ აქვს.   ვარაუდობენ, რომ მსხვერპლის რიცხვი, შესაძლოა, გაიზარდოს, რადგან უგზო-უკვლოდ დაკარგულებს უშედეგოდ ეძებენ. ტორნადომ ასობით ავტომობილი და   რამდენიმე თვითმფრინავი დააზიანა.