“საქართველო რეგიონში პირველია”

აშშ-ს ელჩმა საქართველოს  სამაგალითო უწოდა მთელს რეგიონში. მისი თქმით,  ქვეყანა კორონავირუსთან დაკავშირებულ გლობალურ კრიზისს ძალიან კარგად ართმევს თავს.  ამის შესახებ  კელი დეგნანმა ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრისას აღნიშნა. ტიკარაძემ დიპლომატ ქალბატონს  კორონავირუსის პრევენციის მიზნით გატარებული თუ გასატარებელი ღონისძიებები დეტალურად გააცნო და არსებულ სიტუაციაზე ინფორმაცია მიაწოდა.

კელი დეგნანმა აღნიშნა, რომ მან რამდენიმე ქვეყანაში  იმოგზაურა და აეროპორტებში კონტროლის მასშტაბებით საქართველო ნამდვილად გამოირჩეოდა.