სადეზინფექციო სამუშაოები თბილისსა და რეგიონებში მდებარე 1500-ზე მეტ საჯარო სკოლაში

სადეზინფექციო სამუშაოები უკვე ჩატარდა თბილისსა და რეგიონებში მდებარე 1500-ზე მეტ საჯარო სკოლაში.

სამუშაოები 4 მარტს დაიწყო და 16 მარტამდე გაგრძელდება. განათლების სამინისტრომ სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარების რეკომენდაციით მის სისტემაში შემავალ ორგანიზაციებს მიმართა. საქართველოს მთავრობამ გამოსცა განკარგულება, 16 მარტამდე ყველა საჯარო თუ კერძო სასწავლო დაწესებულებაში სასწავლო პროცესი შეწყდეს.

სასწავლო დაწესებულებები პროფილაქტიკის მიზნით, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაწერილი პროტოკოლის შესაბამისად ატარებენ სადეზინფექციო სამუშაოებს.