ყოფილი პრეზიდენტი არ არსებობს, პრეზიდენტი პრეზიდენტია

ლეიბორისტული პარტიი ლიდერი, შალვა ნათელაშვილი პარტიის ოფისში ოპოზიციის შეხვედრაზე ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის მისვლას მიესალმება. მისი თქმით, “პრეზიდენტი პრეზიდენტია” და ყოფილი პრეზიდენტი არ არსებობს.

“ჩვენ, რა თქმა უნდა მივესალმებით ბატონი გიორგის მობრძანებას. მსოფლიო საკონსტიტუციო პრაქტიკით ყოფილი პრეზიდენტი არ არსებობს, პრეზიდენტი პრეზიდენტია”, — განაცხადა ნათელაშვილმა.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი ლეიბორისტული პარტიის ოფისში მივიდა, სადაც ოპოზიციის ერთიანი შეხვედრა მიმდინარეობს.

“მინდა რომ იმ ადამიანებს, რომლებმაც დიდი წვლილი შეიტანა ქართული დემოკრატიის ძალიან დიდი ხნის ნანატრ მიზანს, რომ ბოლოს და ბოლოს არჩევნები იყოს შეჯიბრება და არა ხმების მოპარვა, მინდა ამ ადამიანებს ვუთხრა მადლობა და გამარჯვება მივულოცო”, — განაცხადა მარგველაშვილმა ჟურნალისტებთან.