თუ მე ჩავთვლი, იქნება მიღებული შეწყალების აქტი” – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის თქმით, გიგი უგულავას შეწყალების აქტი გამოიცემა იმ შემთხვევაში, თუ ამას თავად ჩათვლის საჭიროდ.

„ერთი ხმათ ნუ ყვირიხართ, გიგი უგულავა, გიგი უგულავა. გასაგები არის, არ მჭირდება თქვენი დამატებითი კითხვები. გეტყვით მე თვითონ, თუ მომისმენთ“, – მიმართა ზუგდიდში სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს კითხვაზე, აპირებს თუ არა გიგი უგულავას შეწყალებას. საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ შეწყალების პროცესი ექვემდებარება მიმდინარე წელს მიღებულ წესებს და გიგი უგულავას შეწყალების საკითხიც ამ წესების მიხედვით იქნება განხილული:

„რაც არ უნდა იყოს მოთხოვნა, რომელიც შემოვა, იქნება განხილული ამ წესების მიხედვით. ყველა მოთხოვნას მივიღებ, წავიკითხავ, ვნახამ, გავეცნობი და … თუ მე ჩავთვლი, იმიტომ ეს არის დისკრეციული უფლება, რომ შეწყალება უნდა შედგეს, იქნება მიღებული შეწყალების აქტი“, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა. მისი თქმით, არ არსებობენ ქვეყანაში ადამიანები, რომლებზეც „ვრცელდება ცალკე რეგულაციები“.