„ოცნება“ საარჩევნო სიას უახლოეს მომავალში გაასაჯაროებს

   “ქართული ოცნებისსაარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, ვიცეპრემიერ კახი კალაძის განცხადებით, შეჯერებულია საარჩევნო სიის შემადგენლობა, რომელსაც „ქართული ოცნება“ უახლოეს მომავალში გაასაჯაროებს.

    კახი კალაძე, იმ ცვლილებებს ეხმაურება, რომელის მიხედვითაც პარლამენტმასისხლის სამართლის კოდექსშისპეციაური ნორმა მიიღო, რომელიც წინასაარჩევნო აგიტაციისას ძალადობას დასჯადად აცხადებს . მისი  თქმით, ეს ცვლილებები ძალიან მნიშვნელოვანია.

   ”ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ისეთივე საშინელება არ განმეორდეს, რაც მოხდა კორცხელში. ეს იყო ძალიან მძიმე, ხელისუფლებისთვისაც, მმართველი პარტიისთვის და ყველანაირი პრევენცია იქნება განხორციელებული. ასევე იცით, რომ პრემიერის ინიციატივით მკაცრდება კანონი ჩხუბთან დაკავშირებით, რომ ეს ცხვირპირის მტვრევა და მუშტიკრივი არ იყოს გამართული. საარჩევნო პროცესი უნდა ჩატარდეს აბსოლუტურად მშვიდ გარემოში, სადაც ყველა პოლიტიკურ პარტიას, ყველა პოლიტიკურ სტრუქტურებს შესაძლებლობა ექნებათ, რომ თავისუფალ გარემოში აწარმოონ საარჩევნო კამპანია”- განაცხადა კალაძემ.

კომენტარის დატოვება