იტალიიდან სპეცრეისით საქართველოს 200 მოქალაქეს ჩამოიყვანენ

იტალიიდან საქართველოს მოქალაქეების ჩამოსაყვანად ჩარტერული რეისი რომში გაფრინდა. სპეცრეისით ქვეყანაში 200 ადამიანს ჩამოიყვანენ.

ბორტგამცილებლებს ჩაუტარდათ სპეციალური ინსტრუქტაჟი და ეკიპირებით იმგზავრებენ.

საქართველოში ჩამოსვლისთანავე მგზავრები სპეციალურ შემოწმებას გაივლიან.

ახალი ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის საქართველოს ხელისუფლებამ იტალიასთან ფრენები გასულ კვირას შეაჩერა. რა პრინციპით შეარჩიეს მოქალაქეები, რომელსაც სამშობლოში დააბრუნებენ.

ავიაკომპანია “ჯორჯიან ეარვეისის” გენერალური დირექტორის რომან ბოკერიას განცხადებით, ამ ეტაპზე პრიორიტეტული იტალიაში დარჩენილი საქართველოს მოქალაქეების დროულად ჩამოყვანაა.

“ეს ის მოქალაქეები არიან, რომლებიც დარჩნენ იტალიაში. ისინი არ არიან ინფიცირებულნი. ჩვენი ამოცანაა,  იმ ადამიანებს მივცეთ საშუალება დაბრუნდნენ საქართველოში, რომლებიც იქ ცხოვრობენ. ჩვენი ინფორმაციით, მათი რაოდენობა ზუსტად ორასია,” – განაცხადა რომან ბოკერიამ.