ტყიბულში მეშახტეები ისევ გაიფიცნენ

ტყიბულში, ძიძიგურის სახელობის შახტის თანამშრომლები, კომპანიის მხრიდან დაპირებების შეუსრულებლობის გამო ისევ გაიფიცნენ. ამის შესახებ ინფორმაციას პროფკავშირები ავრცელებს.

მეშახტეები ამბობენ, რომ ერთი თვის წინ, თებერვალში გაფიცვის შემდეგ მიღწეული შეთანხმების პირობები კომპანიას არ შეუსრულებია.

“თებერვლის საპროტესტო პროცესი დასრულდა კომპანიის დაპირებით იმის შესახებ, რომ პროტესტის გამო გაცდენილი დღეების ნაწილის ანაზღაურება სრულად, ხოლო ნაწილის ანაზღაურება შვებულების ხარჯზე მოხდებოდა, თუმცა ბოლოს აღმოჩნდა, რომ კომპანია არ აპირებს 3 გაცდენილი დღის ანაზღაურებას”, — წერია პროფკავშირების განცხადებაში.