“არაფერი ისეთი საგანგაშო არ არის! შესაძლებელია ინფექცია თავიდან ავიცილოთ!”

მინდა დავამშვიდო ჩვენი მოქალაქეები, ძალიან მარტივი, ელემენტარული პირობების მაქსიმალურად დაცვით, შესაძლებელია ინფექცია თავიდან ავიცილოთ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ექიმმა, ეპიდემიოლოგმა თენგიზ კალანდაძემ განუცხადა.

„ხელის დაბანა, დეზინფექცია არის ძალიან მნიშვნელოვანი. არაფერი ისეთი საგანგაშო არ არის, რაც არაერთხელ გვაქვს მოსმენილი წინა ვირუსებთან დაკავშირებით“, – აღნიშნა კალანდაძემ.