ეროვნულ ბიბლიოთეკაში კორონავირუსთან დაკავშირებით გამოცხადებული საგანგებო რეჟიმი გრძელდება

 

ეროვნულ ბიბლიოთეკაში კორონავირუსთან დაკავშირებით გამოცხადებული საგანგებო რეჟიმი გრძელდება.

ეროვნული ბიბლიოთეკის განცხადების ტექსტს ,,ჯიემტივი” უცვლელად გთავაზობთ:

“ძვირფასო მკითხველებო, კორონავირუსის გავრცელების საფრთხის აღსაკვეთად, ჯანდაცვის ორგანიზაციების მკაცრი რეკომენდაციების გათვალისწინებით, ეროვნული ბიბლიოთეკა 1 აპრილამდე არ იმუშავებს. ამ პერიოდში ბიბლიოთეკა წყვეტს მკითხველთა ადგილზე მომსახურებას და მარტის თვეში დაგეგმილ ყველა ღონისძიებას. ადმინისტრაცია კი აგრძელებს მუშაობას. გთხოვთ, თვალი ადევნოთ ჩვენი საიტის სიახლეებს და დამატებით ინფორმაციას. ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის”, — ნათქვამია ეროვნული ბიბლიოთეკის განცხადებაში.