ოპოზიცია საკანონმდებლო ცვლილებას მხარს არ დაუჭერს თუ არ მოხდება

11 ევროპარლამენტარების  განცხადებას სადაც ისინი საქართელოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილის გიგი უგულავას გათავაისუფლებას სთხოვენ ,  გაერთიანებული ოპოზიცია ეხმიანება.

ევროპული საქართველოს ლიდერის გიგი უგულავას თქმით, საქართველოს პარტნიორების ინტერესებშია, რომ ქვეყანაში ვითარება დამშვიდდეს, ამისთვის კი საჭიროა სრულყოფილად შესრულდეს ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დადებული შეთანხმების ორივე ნაწილი:

“მათ ინტერესშია, რომ საქართველოში ვითარება დამშვიდდეს, არ იყოს ის ატმოსფერო შექმნილი, რომელიც იყო მთელი ამ ხნის განმავლობაში, ამას სჭირდება ამ შეთანხმების შესრულება, ამის საკვანძო საკითხია პოლიტპატიმრების და პოლიტიკური რეპრესიების საკითხი. სწორედ ამიტომ მიმართა მთელმა სპექტრმა პრეზიდენტს, – განაცხადა ბოკერიამ, მისი თქმით, ის ვერ გააკეთებს პროგნოზს რას იზამს ზურაბიშვილი, თუმცა აცხადებს, რომ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დადებული შეთანხმების შესრულება ყველას ინტერესში უნდა იყოს,” – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ თუ შეთანხმება სრულად არ შესრულდება, საბოლოო ფაზაც არ შედგება და ოპოზიცია საკანონმდებლო ცვლილებას მხარს არ დაუჭერს:

“წერილი მიუთითებს იმას, რომ საქართველოს პარტნიორები განსაკუთრებით აკვირდებიან შეთანხმების ორივე ნაწილის შესრულებას. ჩვენ ველით, რომ ხელისუფლება გაითვალისწინებს საქართველოს პარტნიორების მოწოდებას,” – აღნიშნა ხატია დეკანოიძემ. მისი თქმით, რომელიმე ნაწილის არშესრულებით, შეთანხმების საბოლოო ფაზა ვერ შედგება და ოპოზიცია პარლამენტში საკანონმდებლო ცვლილებას მხარს არ დაუჭერს.