გიგლა ბარამიძე: ეს მწვანე შუქია იმისა, რომ არჩევნებში დარღვევები იქნება!

დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგლა ბარამიძემ წინასაარჩევნო პერიოდზე საუბრისას „რესპუბლიკელი“ მინისტრებიც ახსენა და განაცხადა, რომ, ოპოზიციაში მათი ყოფნის მიუხედავად, ისინი არაფრით თმობენ თანამდებობებს.
ბარამიძე საეთერო დროსთან და ქცევის ნორმებთან დაკავშირებულ კანონპროექტებსაც ნეგატიურად გამოეხმაურა.
„როდესაც დამსახურებულ სარეკლამო დროს გართმევენ კოდექსში ცვლილებების საფუძველზე, ეს მწვანე შუქია იმისა, რომ არჩევნებში დარღვევები იქნება. ნომერ პირველი დარღვევა სწორედ ის არის, რომ „რესპუბლიკურ პარტიას“ შეუქმნან განსაკუთრებით სასათბურე პირობები. ვითომ ოპოზიციაში არიან და ვერაფრით გამოართვეს მინისტრის პორტფელები. „რესპუბლიკურ პარტიას“ დამოუკიდებლად კენჭი არასდროს უყრია, ისე, როგორც უნდა ეყარა და 2 პროცენტს ვერ გადასცილებია. როგორც მე, ხელი ხომ უნდა შეუწყონ. ჩვენს მონაპოვარს გვართმევენ და მათ ურიგებენ. ეს პოლიტიკური ყაჩაღობაა და თან უტიფრად და ურცხვად ამბობენ, რომ ამას ვაკეთებთ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისთვისო. რა არის ეს, თუ არა ელემენტარული სითავხედე“, – განაცხადა ბარამიძემ.

კომენტარის დატოვება