საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული მეორე პაციენტიც გამოჯანმრთელდა

მეორე გამოჯანმრთელებული ინფიცირებული საქართველოში. კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტი ნომერი ორი, რომელიც ინფექციურში მკურნალობდა და რომლის ისტორიაც ირანს უკავშირდება, პირველადი ტესტით ჯანმრთელია.

ექიმების ინფორმაციით, თუ 24 საათში გაკეთებული მეორე ანალიზიც ნეგატიურ შედეგს აჩვენებს, პაციენტი ოფიციალურად განკურნებულად გამოცხადდება.

ახლა თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში 46 ადამიანი მკურნალობს, ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა ისევ 30-ია. სპეციალისტები ლუგარის ცენტრიდან 6 პაციენტის ანალიზს ელოდებიან.