სამღვდელოებამ თბილისის ქუჩები აკურთხა

საპატრიარქოს გადაწყვეტილებით, კორონავირუსისგან დაცვის მიზნით სამღვდელოებამ თბილისის ქუჩები აკურთხა და მოსახლეობა დალოცა. აიაზმის სხურება დედაქალაქის თითქმის ყველა უბანში მოხდა. სასულიერო პირების განცხადებით,  ამ ფორმით ისინი ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამო უფალს დახმარებას სთხოვენ, რომ  მსოფლიოს და საქართველოს მოსახლეობა გათავისუფლდეს ამ სენისგან.

სასულიერო პირები და მრევლი დილიდან სამების საკათედრო ტაძარში შეიკრიბნენ და სპეციალური ლოცვა აღავლინეს, შემდეგ კი რამდენიმე ადგილას გაემართნენ ქუჩების საკურთხად და მოსახლეობის დასალოცად.