ვენეციიის ჰაერი და წყალი ასეთი სუფთა არასოდეს ყოფილა

მეცნიერები  უკვე აღარ მალავენ, რომ კორონავირუსის გავრცელებას დადებითი მხარეც გააჩნია. იმ ქვეყნებში, რომლებიც  ჩაიკეტა  და შენელდა საწარმოების მუშაობა, თვალნათლივ შეინიშნება ჰაერის დაბინძურების დონის შემცირება.

ერტ-ერთი სატელიტი, რომლითაც ევროპული კოსმოსური სააგენტო მსოფლიოს მასშტაბით ჰაერის დაბინძურების დონის მონიტორინგს ახორციელებს,   უნიკალურ ფოტოებს დებს, სადაც  გასაოცარ მოვლენასთან გვაქვს საქმე. პირველ ფოტოზე ნაჩვენებია  მომწამლავი ჰაერით დაბინძურებული იტალია, მეორე ფოტოზე კი  ნაკლებად  ჩანს ატმოსფეროში გაფრქვეული ნახშირორჟანგი.

ასევე გასაოცარი ფოტოები ვრცელდება ვენეციის  შესახებ.  ინტერნეტმომხმარებლები ამ ულამაზესი ქალაქის კამკამა წყლით არიან აღფრთოვანებულნი, სადაც  თევზებიც კი  მოჩანს.

მას შემდეგ რაც გონდოლებმა შეაჩერეს მუშაობა,  წყალში მოცურავე გედები და იხვებიც გამოჩნდნენ.