”ბავშვები ითხოვენ მშვიდობას” – მსოფლიო აქციამ სტარტი თბილისიდან აიღო (ვიდეო)

პროექტის–’‘ბავშვები ითხოვენ მშვიდობას”ფარგლებში 1–4 ოქტომბერს საქართველოში დონეცკის ოლქიდან ბავშვები იმყოფებოდნენ. დელეგაციას ხელმძღვანელობდა უკრაინის პარლამენტის დეპუტატი დიმიტრი ლუბეცინი და პროექტის ხელმძღვანელი ანა კრისიუკი. პროექტი მიზნად ისახავდა მასში მონაწილე ბავშვთა მრავალფეროვანი აქტივობების საშუალებით მსოფლიო საზოგადოების ყურადღების მიპყრობას უკრაინაში და საერთოდ მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებზე, რათა მეტმა ადამიანმა დაუჭიროს მხარი კონფლიქტების მშვიდობიან მოგვარებას.
14563477_607335689443582_4405840895271176932_n

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ქალთა საბჭომ რამოდენიმე თვეა დაიწყო ანალოგიური პროექტი–”არა ომს,ჩვენ მსვიდობა გვინდა” და სპეციალურად შექმნილ პლაკატზე სხვადასხვა ქვეყნისა და ეროვნების ქალებმა მოაწერეს ხელი.

იდეის თანხვედრის გამო უკრაინელები და ქალთა საჭო მშვიდობისთვის გაერთიანდნენ და სწორედ მშვიდობის ხიდზე დააფიქსირეს  თხოვნა მსოფლიოს ხალხთა წინაშე. დონეცკელმა სტუმრებმა ქალთა საბჭოს პლაკატზე გააკეთეს ხელმოწერები და „მშვიდობისათვის“ მასშტაბურმა  აქციამ  საქართველოდან, თბილისიდან აიღო სტარტი.

იმედია ქართველ და უკრაინელ ბავშვთა წამოწყებას ყველა შემოუერთდება.უკრაინელ ბავშვებს გვერდში დაუდგნენ ფოლკლორული ანსამბლ”თორდას”(ხელ.თამარ ალადაშვილი) ბავშვები, რომლებმაც უკრაინელ ბავშვებთან ერთად შეასრულეს ქართული და უკრაინული სიმღერები,ჰიმნი. ბავშვებმა  გაცვალეს სიმბოლიკები, გაუშვეს ბუშტები მსოფლიო ბავშვებისათვის ხმის მისაწვდომად.
14469677_1223335637719362_8650302594711280288_n

საღამოს საქართველოს ქალთა საბჭომ (თავმჯდომარე მზექალა შანიძე) და განვითარებისა და ხელოვნების ცენტრმა ”არტბუნჯი’ ‘(ხელ. ვალენტინა მარჯანიშვილი) უჩვენეს ბავშვებს ხაჭაპურის და ჩურჩხელების დამზადების წესი,რომელიც თვითეულმა მათგანმა სიამოვნებით გააკეთა.

საქართველოს ქალთა საბჭომ ბავშვებს და ორგანიზატორებს საჩუქრად გადასცა ”მინიატურის”(ხელ.ქეთი ლაზარაშვილი) მიერ დამზადებული მინიატურული ორენოვანი წიგნები ”თბილისის დაბადება’.

3 ოქტომბერს ბავშვებთან ერთად უკრაინის საელჩოში იმყოფებოდა საქართველოს ქალთა საბჭოს წარმომადგენლები, ბავშვებს დაემშვიდობნენ და მშვიდობიანი მგზავრობა უსურვეს.

ქალთა საბჭო კი აგრძელებს აქციას  „არა ომს,ჩვენ მშვიდობა გვინდა”.

კომენტარის დატოვება