“არ დავუშვებთ პოლიტიკური მიზნებისთვის ადამიანების სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდებას!”

წუხელ თბილისში მომხდარ ფაქტს საქარტველოს პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი ეხმიანება და საგანგებო განცხადებას აქვეყნებს:

“ის რაც მოხდა თბილისში, არის არა მხოლოდ ქვეყნის წინააღმდეგ მოწყობილი დივერსია, არამედ ეს არის არჩევნების წინ ქვეყანაში არეულობის მიზნით, საქართველოს მტრების მიერ დაგეგმილი პროვოკაცია”,- ამსე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერმინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი დღეს საღამოს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი წევრის, გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების ფაქტს.

უკვე დაწყებულია გამოძიება და ტარდება ყველა საჭირო ღონისძიება დამნაშავე პირების დასაკავებლად.

ეს უმძიმესი დანაშაული შეიძლება იყოს მხოლოდ იმ ძალის ინტერესებში, რომელიც ვერ ეგუება ჩვენს ქვეყანაში თავისუფალ და მშვიდ საარჩევნო გარემოს.
მინდა მივმართო ამ პროვოკაციის დამგეგმავებს და განმახორციელებლებს – თქვენ აუცილებლად უმკაცრესად აგებთ პასუხს კანონის წინაშე. ვერცერთ დამნაშავეს ვერ დაიცავს ვერანაირი იმუნიტეტი ან სხვა ქვეყნის მოქალაქეობა! ყველა აგებს პასუხს!

ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ დავასრულებთ და არ დავუშვებთ ამ ქვეყანაში პოლიტიკური მიზნებისთვის ადამიანების სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდებას!”- ნათქვამია განცხადებაში.

გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 19 -109-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებებში.

კომენტარის დატოვება