კორონავირუსის ეპიდემიის გამო ეგვიპტეში დროებით დაიხურა ყველა მეჩეთი და ეკლესია

ეგვიპტის ხელისუფლების ბძანებით, ქვეყნის ტერიტორიაზე დროებით დაიხურა ყველა მეჩეთი და ეკლესია იმ ფონზე, როდესაც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გაუქმდა მრავალრიცხოვანი ღონისძიებები კორონავირუსის ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში.

ეგვიპტის რელიგიის საქმეთა სამინისტრომ, რომელიც ქვეყანაში არსებულ 100 ათასზე მეტ მეჩეთს აკონტროლებს, 21 მარტს მიიღო გადაწყვეტილება ორი კვირით „ყველა მეჩეთში ლოცვის შეწყვეტისა და სალოცავების დახურვის შესახებ“.

თავის მხრივ, ეგვიპტის კოპტურმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ ორი კვირით დახურა ეკლესიები და შეაჩერა წირვა-ლოცვების ჩატარება. ქრისტიანები 100-მილიონიანი ეგვიპტის 10%-ს შეადგენენ.

ეგვიპტეში დარეგისტრირებულია კორონავირუსით 285 დაავადებული. 8 შემთხვევა სასიკვდილო აღმოჩნდა.