მოქალაქეებს ტექინსპექტირების ჯარიმები გადაუვადდებათ

მოქალაქეებს, რომლებსაც ტექინსპექტირების დარღვევისთვის ჯარიმის გადახდა დაეკისრებათ, საგანგებო მდგომარეობის მოქმედების პერიოდში  გადაუვადდებათ თანხის გადახდა. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა განაცხადა.

ნათია თურნავამ ასევე აღნიშნა, რომ  ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება  საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად ჩვეულებრივ რეჟიმში გაგრძელდება, თუმცა ტესტირების ცენტრებში მათი საქმიანობის დროს  ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები უნდა იყოს აუცილებლად გათვალისწინებული.